ფარცხალაძის აგენტობა ეჭვს გვიჩენს, რომ ქვეყანაში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი - ანა წითლიძე

სულ ნახვები : 275
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ფარცხალაძის აგენტობა ჩვენ საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს, რომ ქვეყანაში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი, - ამის შესახებ   ერთინი ნაციონალჯური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე აცხადებს.

მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილთან ბევრი შეკითხვა ექნებათ, მათ შორის თუ რას აკეთებს სუს-ი ქვეყნის მთავარი გამოწვევის გასამკლავებლად.

„სუს-ი არ არსებობს  ქვეყანაში,  დაკავებულია  მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დევნით,  ჩვენი მთავარი კითხვები შეეხება  იმას, რომ  რას აკეთებს სახელმწიფო  უსაფრთხოების სამსახური  მაშინ,  როდესაც ქვეყანა დგას უმნიშვნელოვანესი გამომწვევის წინაშე.

 ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი 11 წლის განმავლობაში ერთი აგენტიც კი არ გამოუვლენია არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას, უფრო მეტიც, ფარცხალაძის აგენტობა ჩვენ საფუძვლიან ეჭვს გვიჩენს რომ ქვეყანაში მოქმედებს რუსეთის აგენტურული ქსელი, რომელშიც ჩართული არიან მაღალჩინოსნები“, - განაცხადა ანა  წითლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა