მამაცხონებულები თუ უჩემოდ ვერ გაძლებდნენ, ასე კი არ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები - შალვა ნათელაშვილი

სულ ნახვები : 8,804
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდათ გუშინდელ კანონპროექტზე”, - ასე ეხმაურება ,,ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, პარტიები, რომლებიც არცევნების შედეგად მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ, საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩებიან.

„ერთი საპროტესტო სიტყვაც კი არ აღმოხდათ გუშინდელ კანონპროექტზე ოპოზიციონერების თავ-ყბას. ყველა დუმდა. მათ ის აღიზიანებთ, თვითონ რომ გაისვარნენ და ჩვენ არ ვართ გასვრილები“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი მედიასთან საუბრისას.

ნათელაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის მიხედვითაც მმართველმა გუნდმა, აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, არ გულისხმობს პარტიებისთვის დაფინანსების შეჩერებას.

„ექვსი თვე მაძალებდა პარლამენტში შესვლას. ამ კანონპროექტზე ხმაური ადრევე იყო ატეხილი. ეს დაწერეს, რომ პარტიები ეიძულებინათ, შესულიყვნენ პარლამენტში, შემდგომ გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში ექსპერტიზისთვის. მოვიდა დასკვნა, გვითხრეს, რომ არაფერ შუაშია პარტიის მიერ ბარიერის გადალახვა და შესაბამისი კვალიფიციური სტატუსი იმასთან, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

ჩვენ საპარლამენტო დაფინანსებას არ ვიღებთ, ხელფასს არ ვიღებთ, მეტი რა გავაკეთოთ, მობილურის ფულს არ ვიღებთ, საწვავს არ ვიღებთ, ოთახს არ ვიღებ, ფეხს არ ვდგამ, რაღა უნდათ. მამაცხონებულები თუ უჩემოდ ვერ გაძლებდნენ, მაშინ ასე კი არ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები, ოდნავ პატიოსნად უნდა გაეყალბებინათ, რომ ფრაქცია მაინც ჰყოლოდა იმ პარტიას, რომელსაც რეიტინგში ვერავინ უსწრებს“, - აცხადებს ნათელაშვილი.

შეგახსენებთ: ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პარტიები, რომლებმაც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის მანდატებზე უარი განაცხადეს, სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები