ფსიქიკური ჯანმრთელობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და არც საქართველოა გამონაკლისი - ზაზა ლომინაძე

სულ ნახვები : 478
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და არსებული გამოწვევები,“ ფარგლებში მორიგი ზეპირი მოსმენა გაიმართა.

თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საკითხისადმი და მისი სათანადოდ გადაწყვეტის თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებმა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავცელებს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, ფსიქიკური ჯანმრთელობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს და, მათ შორის, არც საქართველოა გამონაკლისი. მისივე თქმით, ამ მწვავე პრობლემის მოგვარება სახელმწიფოებრივ დონეზე დგას და არც პარლამენტია გამონაკლისი, ვინაიდან სწორედ თავისი საზედამხედველო ფუნქციიდან გამომდინარე, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით შეიქმნა თემატური ჯგუფი.

ზაზა ლომინაძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხისადმი გამოხატული დიდი დაინტერესება იმის გარანტია იქნება, რომ თემატური ჯგუფი, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. როგორც თემატური ჯგუფის მთავარმა მომხსენებელმა, ანა წითლიძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ გაირკვეს - თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა.

„ეს არის საკითხი, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზეა. ეს არის საკითხი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, ვინაიდან ეს არის საკითხი, რომელიც შეიძლება თითოეულ ჩვენგანს შეეხოს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა საბოლოოდ დაგვეხმარება იმაში, რომ საჭირო რეკომენდაციები შევიმუშაოთ“, - განაცხადა საკითხზე მომხსენებელმა.

თემატური მოკვლევის საბოლოო მიზანია საქართველოში მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების უზრუნველყოფა და მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების სრულყოფილი რეალიზაცია. თემატური ჯგუფი, საკითხის შესწავლის შედეგად და მოკვლევის პროცესში მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, აღმასრულებელი უწყებებისათვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

ცნობისთვის, თემატური მოკვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა