Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც ბათუმში მიფრინავდა, მოსკოვში დაბრუნდა - რა მოხდა ბორტზე?

სულ ნახვები : 616
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავი, რომელიც დღეს, 10 ნოემბერს, მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, დომოდედოვოს აეროპორტში დაბრუნდა. Red Wings ფრენას Sukhoi Superjet-ით ახორციელებდა, წერს მედია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაბრუნდა, ასევე ხელმისაწვდომია პორტალ Flightradar-ზე.

ტელეგრამის არხი Свой в Батуми-ი ბორტგამცილებელზე დაყრდნობით, იუწყება, რომ თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში ტექნიკური ხარვეზის გამო დაბრუნდა. ბათუმის აეროპორტის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ რეისი 4 საათით გადაიდო.  შეფერხების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ტავ ჯორჯიაშიც, რომელიც ბათუმის აეროპორტს მართავს.

როგორც «Эхо Кавказа»-ი ადრე იტყობინებოდა, Red Wings საქართველოს ქალაქებში ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით ფრენების რაოდენობა კვირაში 23-ს მიაღწევს. ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარადან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა