თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

სულ ნახვები : 462
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი. 990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალი. 

1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. კიტოვანი შევიდა აფხაზეთში ქართული ჯარით 1992 წლის აგვისტოში. არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად.1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები