„გაუთხოვრებზე 50%-იანი ფასდაკლება“ - ვინ არის საზამთროს გამყიდველი მამაკაცი, რომლის ფოტომაც მთელი სოციალური ქსელი მოიცვა?

სულ ნახვები : 1,889
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეში 5-10 ადამიანიც რომ გავაცნო, ჩემთვის რაღაცას ნიშნავს“, – Cnews-ი გიყვებათ კაცზე, რომლის ფოტოც ელვის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში და ინტერნეტმომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

მოკლედ, გიყვებით 57 წლის ლევან მახარაშვილზე, რომელიც უკვე 16 წელია, რაც რუსთავის ბაზარში საზამთროს ყიდის. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფოტო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, იმ დღის მერე საზამთრო უფრო კარგად ეყიდება და აქამდე თუ საზოგადოების რაღაც ნაწილი იცნობდა, ახლა მას უკვე ყველა ცნობს.

გაუთხოვრებზე 50%-იანი ფასდაკლება“, - ეს იყო წარწერა, რომელც მან მარკეტინგულად გათვალა და პოპულარობაც მოუტანა.

_ ბატონო ლევან, ,,გაუთხოვრებზე 50%-იანი ფასდაკლება“ - რაიმე კონკრეტული მინიშნების შემცველი იყო თუ, უბრალოდ, მარკეტინგული გათვლა?

_ ქალი მოვიდა და მეკითხებოდა, გაუთხოვარი ვარ და ჩემზე რამე შეღავათი ხომ არ არის, მარტო ვცხოვრობო. ამის შემდეგ მომივიდა ეს იდეა, რომ დამეწერა. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მოდიოდა შემდეგ, - მეც გაუთხოვარი ვარ, მეც გაუთხოვარი ვარო (იცინის). ზოგი იმასაც მეუბნებოდა, ახლობელი მყავს და მოვიყვანო.

თავის მხრივ, მარკეტინგულიც იყო, მაგრამ უფრო რატომ დავწერე, იცით? ხალხი დადის და სახე ჩამოტირის ნახევარს, იქნებ, რამით გავაცინო და გავამხიარულო-მეთქი, დღეში ერთი 5-10 კაციც რომ გავაცინო, ჩემთვის რაღაცას ნიშნავს.

_ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელში ასეთი მოსაზრებაც გაჩნდა, - ალბათ, დასაოჯახებელიაო. დაოჯახებული ხართ?

_ კი, რა თქმა უნდა, მყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები.

_ რამდენი წელია, რაც საზამთროს ყიდით?

_ ალბათ, 2005 წლიდან ამ საქმეს ვემსახურები.

_ ცნობადობა თუ გაიზარდა და რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში ამ ფოტოს? ასევე მინდა გკითხო, გაიზარდა თუ არა მოთხოვნა თქვენს საზამთროებზე?

_ ყველა მეუბნებოდა, _ გიცანით, გაგვეხარდაო. რაც შეეხება გაყიდვებს, მოიმატა.  

გიგა გელხვიიძე, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა