ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოთ





...
უახლოეს მომავალში აფხაზეთს შეიძლება დაემუქროს ელექტროენერგიის ძლიერი დეფიციტი, თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ვერ შეძლებს რუსეთთან შეთანხმებას ახალი ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
„გადინება თუ არ იქნება, ჩვენი განრიგი იქნება 50/50 – 12 საათი იქნება შუქი, 12 საათი არ იქნება. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მეტისთვის არ არის საკმარისი“, - განაცხადა «Аиашара»-სთან ინტერვიუში „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ.
თავის მხრივ ფსევდო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი Apsnypress-თან საუბარში ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებულ „რთულ ვითარებას“ ეხმაურება, რომელიც, მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია აფხაზეთში ყალიბდება.