ყაზახეთში ყოფილმა მინისტრმა ცოლი სასიკვდილოდ სცემა: გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 445
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კუანდიკ ბიშიმბაევი ასტანაში ცოლის სიკვდილით ცემის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9 ნოემბერს მოხდა, მედიის ცნობით, გარდაცვლილის ახლობლებისა და თვითმხილველების განცხადებით,  ბიშიმბაევმა მეუღლე  ასტანას ერთ-ერთ რესტორანში სცემა.

ცემის შემდეგ, ჩინოვნიკმა ქალი რესტორნის  ერთ-ერთ დახურულ  დარბაზში დატოვა, თავად კი ძმასთან ერთად სხვა კუპეში  ივახშმა და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნა ძმა მსხვერპლის მდგომარეობის შესამოწმებლად და მას სასწრაფო დახმარების გამოძახების უფლება მისცა.

როგორც გარდაცვლილის დამ, სამალ ნუკენოვამ განუცხადა The.Village Kazakhstan-ს: „როდესაც სასწრაფო მოვიდა, სხეული უკვე გაციებული იყო“. დამ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ დაზარალებული დიდი ხანია უჩიოდა მამაკაცის მხრიდან ძალადობას.

ბიშიმბაევის გარდა, ასტანაში დააკავეს მისი ძმა, რესტორნის მფლობელი, სადაც მკვლელობა მოხდა. ის დანაშაულის დამალვაშია ეჭვმიტანილი. გარდაცვლილის ახლობლების ჩვენებით, ძმამ ნაცემი ნუკენოვა ცოცხალი ნახა, მაგრამ მაშინ მისი გადარჩენა არ უცდია.

ინციდენტმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. კერძოდ, ახალგაზრდულმა მოძრაობა „ჟანა ადამდარმა“ („ახალი ხალხი“) მოუწოდა ხალხს, გამოვიდნენ ქუჩებში ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით. ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პეტიციას კი, რომელიც ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობისთვის დასჯის გაზრდას ითხოვს, 15 ნოემბრის დილისთვის უკვე 63 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს.

მკვლელობას გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი და შსს-ს ხელმძღვანელობას დაავალა  ნუკენოვის მკვლელობის გამოძიება სპეციალური კონტროლის ქვეშ აიყვანოს.

კუანდიკ ბიშიმბაევი იყო ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი 2016 წლის მაისიდან დეკემბრამდე. 2017 წლის იანვარში იგი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის არაერთგზის მიღების ბრალდებით, მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ იგი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა