რომ არა 2012 წლის რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა, დღეს სად ვიქნებოდით, მძიმეა ამაზე ფიქრიც კი - მათიკაშვილი

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"რომ არა ის 2012 წლის მართლა რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და "ქართული ოცნება“, დღეს სად ვიქნებოდით, ჩვენც და სრულიად საქართველო, ძალიან მძიმეა ამაზე ფიქრიც კი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ არსებობს "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გამოსწორება, ან მათი იდეოლოგიის.

"არის ასეთი გამონათქვამი - არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო. არ არსებობს ამ ადამიანების , "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, გამოსწორება, ან მათი იდეოლოგიის. დეპოლარიზაცია ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო ევროპელი კოლეგების მხრიდან და ალასანიას თუ ვკითხავთ, სააკაშვილს, ან "ნაცმოძრაობას“, დაპირისპირება, ჩხუბი, არეულობა, ეს ყოფილა დემოკრატია. ჩვენს ქვეყანაში თურმე რაც უფრო მეტი უბედურება მოხდება, ის არის დემოკრატია. ამ კუთხით, იდეალური დემოკრატია ყოფილა 1991-1992 წლებში, თბილისი რომ დაინგრა ქართველების ხელით და იდეალური დემოკრატია ყოფილა სამოქალაქო ომი. დღეს თუ ვინმე ცდილობს, პირი მოწმინდოს მიხეილ სააკაშვილს, მისი ქმედებები პატრიოტულად შეაფასოს, მოდი კარგად გადახედონ ისტორიას და ნახონ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ რა მოუტანა საქართველოს. რომ არა ის 2012 წლის მართლა რევოლუციური არჩევნები, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა და "ქართული ოცნება“, დღეს სად ვიქნებოდით, ჩვენც და სრულიად საქართველო, ძალიან მძიმეა ამაზე ფიქრიც კი“, - თქვა მათიკაშვილმა "იმედის" ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა