„ივანიშვილს განცხადების გაკეთება აიძულეს, გახარიაზე შესაძლოა, საქმე აღძრან“ - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 5,433
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ბიძინა ივანიშვილი აიძულეს, ეს განცხადება გაეკეთებინა,“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი CNews-სთან ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელიც თავად „ოცნების“ მხარდამჭერებმაც სერიოზულად არ მიიღეს, დღეს, 7 ივნისს, საგანგებო განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა, სადაც გიორგი გახარიას ღალატის შესახებ საუბრობს.

ხუხაშვილის თქმით, ივანიშვილს კიდევ აქვს ილუზია, რომ ის ძალიან უყვართ ამ ქვეყანაში და მის ნათქვამს შედეგი ექნება.

„ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ე.წ. გუნდის პროვოცირებული იყო. შიგნით მიდის ჩვეულებრივი ბალამუტი,  შიდა  ინტრიგა და მაიმუნობა.  აიძულეს, ფაქტობრივად, ეს კაცი, განცხადება გაეკეთებინა.   უმტკიცებენ, თითქოს გახარია ყრის ხმებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარს მიჭერსო. ეუბნებიან,  შენ გიჭერს ხალხი მხარს და თქვი, რომ გახარია შენი პროექტი არაა.  ბიძინას კიდევ აქვს ილუზია, რომ ის ძალიან უყვართ ამ ქვეყანაში“, -  განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის წერილი ტყუილ-მართლისა და ცინიზმის ნაზავია.

„რაც შეეხება წერილს, ძალიან სუსტია - ტყუილ-მართლის და ცინიზმის ნაზავია. გახარია მისი პროექტი რომ არაა, მე ამაში ვეთანხმები, ეს იყო სიმართლე, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ეს არის ტყუილი და მართლმსაჯულების ინტერსებსა და კანონის უზენაეობაზე როდესაც საუბრობს, ეს არის ცინიზმი. ამაზე საუბრობს კაცი, რომელმაც პოლიტიკუყრი მართლმსაჯულება ჩაააბეტონა კოლექტიური მურუსიის სახით“- განაცხადა ხუხაშვილმა.  

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ  გახარიას მიმართ საქმის აღძვრა მოხდეს, ხუხაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.  

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, გუნდის ღალატზე ვერ მოხდება საქმის აღძვრა, ცხადია. წერილში სახელმწიფოს ღალატზეც არის საუბარი, მაგრამ გუნდის ღალატს სახელმწიფო ღალატთან აიგივებს, რადგან საკუთარ თავს სახელმწიფოდ მიიჩნევს.

კორუფციაზე და ათას რაღაცაზე შეუძლიათ საქმის აღძვრა, თუ ძალიან  გამწარდნენ. ცხადია, რომ ძალიან გამწარებულები არიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა სააგენტოსთან საუბრისას.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა