მოღალატეთა რეჟიმის, რაღაც გაუგებარი მინისტრი - გიორგი ბარამიძე ილია დარჩიაშვილზე

სულ ნახვები : 281
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, ეუთოს მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ქმედებებს ეხმიანება.

ბარამიძის თქმით, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი და „ქართული ოცნება“ კრემლის პოლიტიკის გამტარებელია.

„ჩვეულებრივი რუსული, კრემლის პროპაგანდით არიან დაკავებული, აბა რით იქნებიან დაკავებული, რუსები და საქართველოს მოღალატეები, ამიტომ ეს არაფერი არ გვიკვირს და არც ის გვიკვირს, რომ მოღალატეთა რეჟიმის ეს რაღაც გაუგებარი მინისტრი გაემიჯნა უკრაინას, გაემიჯნა ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად ხმალამოღებულები არიან რუსეთის წინააღმდეგ, დაუჯდა იქ ლავროვს და ზრდილობისთვის რაღაცა წამოიკნავლა“, - განაცხადა ბარამიძემ. 

ცნობისთვის, სერგეი ლავროვმა ამერიკა და საქართველოს 2008 წლის ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა