ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებულ სექს-სკანდალებზე ფილმს გადაიღებენ

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჰოლივუდის ცნობილ პროდუსერ ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებულ სექსუალურ სკანდალებზე ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმს საფუძვლად The New York Times-ის რეპორტიორების, მეგან ტუჰისა და ჯოდი კანტორის გახმაურებული წიგნი  She Said: Breaking the Sexual Harassment Story That Helped Ignite a Movement დაედება.

სურათს სტუდია Universal Pictures გადაიღებს, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კერი მალიგანთან, ზოი კაზანსა და სხვა მსახიობებთან.

ფილმის სცენარზე „ოსკაროსანი“ მწერალი რებეკა ლენკიევიჩი მუშაობს, რეჟისორი კი მარია შრადერი იქნება.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა