ექსკლუზივი: სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა

სულ ნახვები : 32,319
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. ამჯერად საუბარია სენაკის მე-2 ქვევით ბრიგადაზე, რომელიც CNews-ის ექსკლუზიური ინფრომაციით, ბოლო პერიოდში 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა. ბაზიდან, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ასევე, წავიდნენ ექიმებიც.

„საშინელი სიტუაციაა - ჯერ ერთი, რომ ხელფასია დაბალი. მეორეც, სამხედროების მიმართ ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელობა არაპროფესიონალია. ხანდახან მგონია, რომ ხალხს შეგნებულად აგიჟებენ,“ - უყვება CNews-ს წყარო სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადიდან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფრომაციით, სენაკის მოტომსროლელი მე-2 ქვევითი ბრიგადა სამხედრო მოსამსახურეების გადინებას თავდაცვის სამინისტროს არ გაუხმაურებია.

უფრო მეტიც, თავდაცვის იწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნიკა მოლოდინაშვილმა CNews-თან საუბრისას სამხედროების დემარშს „სრული ჭორი“ უწოდა.

ამ პირობში, CNews-ს ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელის მათ შორისაა, ვინც სამსახური საკუთარი განცხადებით დატოვა, განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს ასეთი დამოკიდებულება სამხედრო მოსამსახურეთა გადინებასთან დაკავშირებით თვალნათლივ გამოხატავს, რომ უწყებისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ პირადი კეთილდღეობაა.

„ვიმეორებ, ძირითადი პრობლემა მცირე ანაზღაურებაა. ხელმძღვანელობას საერთოდ არ ანაღვლებს სამხედრო მოსამსახურეების, საკონტრაქტო სამსახურში მყოფთა უმძიმესი პირობები. როგორ იფიქროს სამხედრო მოსამსახურემ და გნებავთ, ოფიცერმა საბრძოლო დავალების პირნათლად შესრულებაზე, როცა შინ მშიერი ცოლ-შვილი ან მშობლები ჰყავს?! ეს ვის ანაღველებს? უბრალოდ, ჩვენ იმდენი შეგნება გვაქვს, რომ ამის შესახებ ბუნტი არ დავიწყოთ და სახელმწიფოს არ შევუქმნათ პრობლემები. რამდენი დრო უნდა ჯარისკაცის აღრზრდას? კვალიფიციური სამხედრო რომ მიდის და კითხვაც არ გიჩნდება, რატომ? იარაღით მოსულ მტერზე უკეთესი რითი ხარ? ჯარი თავზე გვენგრევა. ირაკლი ღაიბაშვილის დროს ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა ჯარში, მაგრამ ინფრასტრუქტურას და თუნდაც საბრძოლო იარაღს სამხედრო სჭირდება, ისე ყოვლად უვარგისი და გამოუსადეგარია. მესმის ღარიბაშვილი ახლა პრემიერია და სხვა ბევრი საქმე აქვს, მაგრამ ყველაფერი ინგრევა და იმედია, უკან ისევ მოიხედავს. ხელმძღვანელობაში საღად მოსაზროვნე ადამიანს ვერ ნახავთ. ვინც რჩება, ისიც მხოლოდ ბანკის ვალის გამო. სამხედრო მოსამსახურეებს მოტივაცია არ აქვთ. არ ვამბობ, რომ ჯარში არაფერი გაკეთდა, მაგრამ ვიმეორებ, ვისთვის გაკეთდა?“ - ამბობს წყარო.

CNews-ის კითხვაზე, რითი დასტურდება, რომ ამდენმა ადამიანმა დატოვა სამსახური, წყარო პასუხობს:

„აგერ ვარ მე, არ ვამბობ სახელს და გვარს და ამის მიზეზი მაქვს - ტერორი და ზეწოლა არ მინდა არც საკუთარ თავზე და არც - ოჯახზე. გამოქვეყნონ საკადრო გადინება, მაგრამ ამას არ იზამენ, ან რამეს მოიგონებენ, მაგრამ ამით ეშველება საქმეს? იმიტომ გადავწყვიტე ყველაფრის თქმა, რომ იქნებ, დარჩენილებზე მაინც იფიქროს  სახელმწიფომ“.

თავის მხრივ CNews-ის მიერ ინფორმაციის გასაჯაროვება ემსახურება ხელისუფლების მიერ პრობლემაზე დაფიქრებას. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები