„ივანიშვილისთვის მოსახერხებელია, რომ გახარია ოპოზიციაში ჰყავდეს,“ - ვანო მაჭავარიანი

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მაყურებელი ელოდა გახარიასგან, რომ გააკეთებდა განცხადებებს, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში გარკვეულ პოზიციონირებას მისცემდა, თუმცა სამწუხაროდ, ესე არ მოხდა“, -განაცხადა პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა  CNews-სთან საუბრისას.

რა კონკრეტული მესიჯები ჰქონდა გიორგი გახარიას და რა ვარაუდების გაკეთება შეიძლება მისი საუბრიდან? – CNews-ი პოლიტოლოგ ვანო მაჭავარიანს ესაუბრა:

- გახარია ყველას წინააღმდეგ გამოდის და ეს მაშინ, როდესაც არის მოლოდინი, რომ ივანიშვილის მიერ იქნა გამოშვებული მთავრობიდან საკუთარ გუნდთან მარცხის პირობებში. ის ერიდება, რომ ღიად ისაუბროს გინდ ივანიშვილზე, გინდ - კორუფციასა და გადაცდომებზე, რომელიც არსებობს ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში. ამან კითხვის ნიშნები უფრო გააჩინა საზოგადოებაში. როდესაც შემოდიხარ პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი ოპოზიციაში, საუბარი უნდა იყოს მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რათა შენი ადგილი იპოვო.

- გახარიას გუშინდელი საუბრიდან და ივანიშვილის განცხადებიდან გამომდინარე, იკვეთება თუ არა კონკრეტული მინიშნებები, რომ ივანიშვილი კვლავ ქართულ პოლიტიკაშია და სწორედ ის ქმნის პოლიტიკურ ამინდს?

- ივანიშვილის განცხადება ეჭვიანობის ფონზე გაკეთდა, მართლა ხომ არ უჭერს გიორგი გახარიას მხარს და ხომ არ აპირებს ,,ქართული ოცნების“ გუნდის ჩანაცვლებას გახარიას გუნდით? ივანიშვილის სტილია, რომ მის გუნდში ერთმანეთთან დაპირისპირება ჰქონდეთ, რათა მის გარეშე არ იყოს მიღებული რაიმე გადაწყვეტილება. ივანიშვილისთვის მოსასხერხებელია, რომ გახარია ოპოზიციაში ჰყავდეს, რადგანაც ძალიან კარგად იციან მისი სისუსტეები და ასევე, ის სიძლიერე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს. ის სისტემა, რომელიც გახარიამ შექმნა - კორუფციულ-ნეპოტისტური თუ პარტიული ნამდვილად არ არის სამაგალითო ოპოზიციონერისთვის და ყველაფერ აქედან  გამომდინარე, ივანიშვილისთვის უკეთესია, გახარია იყოს ოპოზიციაში, რადგან ადვილად დაამარცხებს ან მიცემს საშუალებას, რომ რიმე ფორმით ,,ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე ილაპარაკოს.

აქედან გამომდინარე, გახარიამ საზოგადოებას სიახლე ვერ შესთავაზა - ვერ გამოვიდა პრემიერის პოზიციიდან და ჯერ კიდევ საუბრობს, როგორც ყოფილი პრემიერი და ოპოზიციის მანტია ბოლომდე ვერ მოირგო. ფაქტია, რომ მას კითხვებზე პასუხები არ აქვს, ან არ უნდა, რომ გასცეს.

- გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამნისტიის პროექტი უნდ შეეხოს ამ მოვლენებში მონაწილე სამართალდამცავებს. ეს ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან სწორი განცხადება?

- გაუგებარია, ამ განცხადებებს რისთვის აკეთებს. 20 ივნისზე, მართლაც, ობიექტურად და ღიად უნდა ისაუბრობს, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მისცეს, თუ რატომ მოხდა ძალის გადამეტება ხალხის წინააღმდეგ. ნორმალურ ქვეყანაში შსს-ს მინისტრი მაშინვე გადადგებოდა და არ მაშინ, როდესაც გადადგა, უფრო სწორად, დააწინაურეს. იმ ღამეს დაზარალდა ყველაზე მეტად ხალხი და ამ პასუხისმგებლობას, პიროვნული იქნება თუ პოლიტიკური, გახარია ვერ გაექცევა.

სამწუხაროა, რომ ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც მოდის ივანიშვილიდან ან აგდებენ, ეშინია ღიად ისაუბროს იმ ხარვეზებზე, რომელიც ,,ქართულ ოცნებას“ აქვს და გამონაკლისი არც გახარიაა.

 გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები