აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი - საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს კანონის პროექტების „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე იმსჯელეს, - ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.

სხდომას აგრარულ და გარემოს დავის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა. ფუტკარაძემ კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი და მათ შეკითხვებს  უპასუხა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა