გიგა ბოკერიამ საწვავზე აქციზის გაუქმების მოთხოვნით გურჯაანში აქცია გამართა

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ევროპული საქართელო“ ბენზინის ფასის ზრდას აპროტესტებს და საწვავზე აქციზის გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით, პარტიის წარმომადგენლებმა აქცია დღეს, 9 აპრილს, გურჯაანში გამართეს.

პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დაიწყეს საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას, რატომ უნდა შემცირდეს სააქციზო გადასახადი ნავთობპროდუქტებზე.

მისივე თქმით, მთავრობამ უნდა შეცვალოს გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც აქციზის საფასური გაორმაგდა.

ბოკერია აცხადებს, რომ აქციზის გაუქმების შემთხვევაში, საწვავზე ფასი 0,40 ლარით შემცირდება.

„აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით საწვავზე ფასის შემცირება, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები