აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 9 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულება განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

უწყების ინფრომაციით, საბჭოს საქმიანობის მიზანია კომიტეტისთვის ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა/შემუშავება და რეკომენდაციების წარდგენა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. დებულების განხილვას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, სამედიცნო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სამედიცინო სფეროს ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა