,,მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი“ - მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის შესახებ

სულ ნახვები : 20
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც, როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო“, - კომპანია ,,ენკა“-ს დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, თურქული მხარე მზად არის  ,,რიონის ხეობის მცველებთან“ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს. 

,,ნამახვანის" პროექტის,დაწყების,დღიდან,კომპანია "ენკა" მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის, საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით. სწორედ ამიტომ, კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც, როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო“, - განაცხადა ლომინაძემ მედიასთან საუბრისას.

ლომინაძემ ასევე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თურქულ სამშენებლო კომპანიას ყველა სახის დოკუმენტაცია გააჩნია, რაც ჰესის მშენებლობისთვის არის საჭირო.

,,შეგეხსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე“, - განაცხადა ლომინაძემ.

შეგახსენებთ: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და რომ მას ეს პროექტი და ეს "პრობლემა მემკვიდრეობით დახვდა".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები