ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში შეხვედრებს მართავს

სულ ნახვები : 54
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე  ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ალენ უპერსა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ფილიპ ტაბაროს შეხვდა.

შეხვედრაზე საპარლამენტო დიპლომატიის როლზე და ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.

„ვისაუბრეთ საფრანგეთში საქართველოს კულტურული ცნობადობის ამაღლებისა და ევროპულ სივრცეში  ინტეგრირების მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და კონკრეტული პროექტების განხორციელების საჭიროებაზე“, -განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები