მორიგი სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში - ქუჩაში არძინბას ძმისშვილის მეგობარი ჩაცხრილეს

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მორიგი სისხლიანი გარჩევა ოკუპირებულ აფხაზეთში - ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობის შემდეგ, სოხუმის ცენტრში, მოკლული ქემალ არძინბას მეგობარი ჩაცხრილეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბ.პ. ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულია. 

სისხლიან გარჩევას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ, კონფლიქტი და საქმის გარჩევა იყო ბზიფში, სადაც ერთმანეთს არძინბასა და ე.წ. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

სოხუმის ცენტრში მანქანიდან დაახლოებით ათჯერ გაისროლეს. ახალგაზრდა კაცი იმ დროს დაჭრეს, როცა ქუჩაზე გადადიოდა. მას ჭრილობები, ძირითადად, გულ-მკერდისა და მუცლის არეში აქვს ჭრილობა. ცნობილი ხდება, რომ თავდამსხმელები მიიმალნენ და მათ ამ დრომდე ეძებენ. არსებული ინფორმაციით, გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ და კონფლიქტი ფსოუს საბაჟოზე ტვირთების შემოტანას უკავშირდება.   

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები