გიორგი შერმადინი ესპანეთის რეკორდსმენია (ვიდეო)

სულ ნახვები : 37
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის 34-წლიანი რეკორდი დაამხო. სანამ რეკორდამდე მივალთ, მანამდე გეტყვით, რომ მისმა ტენერიფემ ლიგა ენდესას ნახევარფინალში ბარსელონა დაამარცხა – 80:68 და სერიაში ანგარიში (1:1) გაათანაბრა.

ქართველ ცენტრმა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო – 27 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 4 დაფარება დაუგროვდა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის მაჩვენებლი 37 იყო, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

სწორედ სარგებლიანობის მაჩვენებელი ესპანეთის ჩემპიონატის ფლეი ოფების რეკორდი. მანამდე 35-ქულიანი სარგებლიანობა 1987 წელს გრანადას კალათბურთელ ედი ფილიპსს დაუფიქსირებია.

სერიის გადამწყვეტი შეხვედრა, რომლის მოგებულიც ესპანეთის ლიგის ფინალში გავა, 11 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

აქვე ვიდეო, რომელიც ესპანური ლიგის ვებგვერდმა ქართველ კალათბურთელს მიუძღვნა.



Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები