ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

სულ ნახვები : 258
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ ოფისთან მოხდა. დაჭრილი მამაკაცი "ირაოს" თანამშრომელია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენეს. 

ინფორმაცია სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა CNews-ს დაუდასტურა.

„ვადასტურებ, რომ ჩვენი თანაშრომელი დაჭრეს, გამოძიებას ხელი, რომ არ შევუშალოთ გეტყვით, რომ კერძო მიზეზებიდან გამომდიანრე მოხდა დაჭრა, მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ - განაცხადა CNews-სთან საუბრისას სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა.

დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, თამარ მხატვარმა CNews-ს განუცხადა, პაციენტს ამ წუთებში, ოპერაცია უტარდება.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა