„გვინდა, ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ“ - ნინოწმინდის მოსახლეობა მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვენ

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია,“ - განაცხადა დღეს, 10 ივნისს, ნინოწმინდის ერთ-ერთმა მკვიდრმა.

ცნობისთვის: ადგილობრივები ნინოწმინდის პანსიონთან არიან მისულები და მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ მათი კუთვნილი მიწები სრულიად უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს.  

„სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხო მყავს ოჯახი", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

შეგახსენებთ:  ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

არსებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს, 10 ივნისს კიდევ 3 ბავშვს გაიყვანენ. დაწესებულებაში მათი ნათესავები დილით მივიდნენ.

 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა