ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებთან დამარცხდა

სულ ნახვები : 70
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ მედალი დაკარგა.

90 კილოგრამამდე მოჭიდავე ბექა ღვინიშვილი პირველივე ბრძოლაში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ხვდებოდა. ჩვენებური ვაზარით იგებდა და შვეიცარიელი მეორეჯერეც დასცა ტატამზე. მთავარმა მსაჯმა ქართველის მოგება დააფიქსირა, მაგრამ მაგიდის მსაჯებმა ეპიზოდის განიხილეს, ჩვენებურს სახიფათო შეტევა (ფეხის არასწორი ჩახვევა) ჩაუთვალეს და გამარჯვება უკვე გროსკლაუსს მიაკუთვნეს.

არადა, ღვინიაშვილი ჩინებულ ფორმაში იმყოფებოდა და მედლის კანდიდატად განიხილებოდა.

დღესვე ტატამზე 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარიამ ჭანტურიამ იჭიდავა, ვინაც საწყის ეტაპზე გაბონელი კარენე აგონო ვორა დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში გერმანელ მირიამ ბუტკერეიკთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

11 ივნისს ტატამზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავეები – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე გავლენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები