„გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული“ - თამარ კორძაია დეპუტატის მანდატის შეწყვეტის სარჩელზე უარს ამბობს

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დესტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული,“ -განაცხადა დღეს, 10 ივნისს, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განხილვის შეწყვეტა სთხოვა. 

 კორძაიამ შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 10 ივნისს მიმართა.

როგორც დეპუტატი განმარტავს, 19 აპრილს პოლიტიკური შეთანხმება შედგა და პარლამენტში არშესვლათან დაკავშირებით ნება შეიცვალა. 

„19 აპრილს უკვე შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა პოლიტიკური ნება გამოხატა. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ წარმოება. გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დეტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული, ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში",- განაცხადა კორძაიამ.

განსხვავებული პოზიცია აქვს  "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც მიშელის შეთანხმების ხელმომწერია,  სარჩელზე უარს არ ამბობს.

მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს მოძრაობა "დროას" დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიასაც. როგორც ცნობილია, მან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები