ინგლისის პრემიერლიგამ სუპერლიგის მოთავე გუნდები დასაჯა

სულ ნახვები : 11
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინგლისის პრემიერლიგამ მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი, ჩელსი, ლივერპული და არსენალი დააჯარიმა და ჯამში 22 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

სასქმე ის არის, რომ ეს კლუბები სუპერლიგის დამფუძნებელი არიან. მართალია, ექვსივე მათგანმა სუპერლიგა მეორე დღესვე დატოვა, მაგრამ პრემიერლიგა შეუვალი აღმოჩნდა. მეტიც, მსგავს პროექტში ჩართვის გამეორების შემთხვევაში გუნდები 30 ქულის დაკლებით დაჯარიმდებიან და 25 მილიონ ევროსაც გადაიხდიან.

რაც შეეხებათ ტურინის იუვენტუსს, მადრიდის რეალსა და ბარსელონას, რომლებიც ახალი ტურნირის შექმნის ინიციატორები გახლდნენ და დღესაც არ დაუტოვებიათ სუპერლიგა, UEFA-მ მათ წინააღმდეგ დისციპლინური საქმის წარმოება შეაჩერა. თუმცა, მათივე განცხადებით, ეს დროებითია და სამივე მათგანი პასუხს აგებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები