რუსეთი ჩრდილოეთ მაკედონიელ დიპლომატს აძევებს

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოსკოვმა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა.  ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„10 ივნისს რუსეთის ფედერაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლივერ ჩაუშევსკაია-დიმოვსკაია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, სადაც მას გადაეცა ნოტა ჩრდილოეთ მაკედონიის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ,“- აღნიშნულია ლავროვის უწყების განცხადებაში.

მანამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით სკოპიედან რუსეთის საელჩოს დიპლომატი გააძევეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა