ლატვიის ყოფილ შს მინისტრს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი

სულ ნახვები : 42
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლატვიის პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას პარტია „თანხმობის“ დეპუტატის, იანის ადამსონსის სახლში ჩხრეკის ჩატარების და მისი დაკავების ნება დართო.

ლატვიის ყოფილი შს მინისტრი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიებით დგინდება, რომ ექსმინისტრი ბოლო 4 წლის განმავლობაში რუსეთს ლატვიის შიარაღებული ძალების ბიუჯეტის, შესყიდვებისა და აღმოსავლეთ საზღვრის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. საუბარია ჯაშუშობის 43 ეპიზოდზე.

ადამსონსი ბრალდებებს უარყოფს. მინისტრის პოსტს ის 1994-1995 წლებში იკავებდა, ბოლო წლებში კი სეიმის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომისიის წევრი იყო.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები