ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდი 618.735 ევროა, მეორე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-5 ნომრად იყო განთესილი და წესით ფავორიტებშიც მოიაზრებოდა, მაგრამ ხორვატ მარინ ჩილიჩთან ვერაფერს გახდა და უშანსოდ დამარცხდა – 3:6; 2:6.

პირველ სეტში ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდება მალევე დათმო, ხოლო ჩილიჩის ჩაწოდებებს ვერაფერს უხერხებდა და ხორვატმაც უპრობლემოდ მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

მეორე სეტში ხორვატი ძლიერად მოწოდებებს აგრძელებდა, ხოლო ბასილაშვილმა ორჯერ მისცა უფლება მეტოქეს ბრეიკი გაეკეთებინა და ჩილიჩმაც საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები