„მიყვიროდა და მაგიდაზე ხელებს ურტყამდა“ – 19 წლის გოგო ქობულეთის სასულიერო სკოლას სკანდალურ ბრალდებებს უყენებს

სულ ნახვები : 487
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთის კირიონ მეორის სახელობის სასულიერო სკოლის კურსადამათვრებულმა, 19 წლის თამუნა ხახუტაშივილმა “faceebook“ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:

„ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც, 8 კლასში გადავედი კირიონის სახელობის სასულიერი გიმნაზიაში, მახალი გარემო და სრულიად უცხო სახეები, ჩემთვის უცხო ქცევები, დამცირებები, აცრემლიანებული, მამის საფლავთან მწარე მოტქმა და დედისთვის ტყუილიუ, რომ არაფერი მიჭირდა.“

პოსტში ასევე, ნათქვამია, რომ სკოლის კურსდამთავრებული სასულიერო სკოლის მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისაგან და, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლის ხელმძღვანელი მამაოებისგან ბულინგის მსხვერპლი იყო. პოსტშივე ვკითხულობთ, რომ საკონტროლო წერაში მიღებული დაბალი ქულის შემდეგ დაწყებული დაპირსპირება, მამაოებისგან საშინელი და გაუგონარი შეურაცხყოფელი შინაარსის სიტყვებით გაგრძელდა.

„პლეტასთან ვიდექი, ცრემლები თვალებიდან უკითხავად ცვიოდა, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და ჩავრდნილიყავი, რისთვის? სიმართლე რომ დამემტკიცებინა, სამყარო თავზე დამამხო, მიყვიროდა და მაგიდაზე ხელებს ურტყამდა, რაც მაშინებდა და მანადგურებდა. მამო ამბობდა, რომ ჩემს გაჩენაში თვით ღმერთმა შეცდომა დაუშვა.“

თამუნა წერს, სასულიერო სკოლის ხელმძღვანელი, მამა გაბრიელ ჟღენტმა მას უთხრა, რომ გოგონას გაჩენის დროს ღმერთმა შეცდომა დაუშვა. ამასთან, თამუნა მამა მიქაელზე წერს, რომელიც ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ამბავი თუ გარეთ გავიდოდა მას არავინ დაიცავდა.

„ყველაზე სასაცილო რაც იმ მომენტში მესმოდა, ეს იყო მუქარა მღვდლისგან, რომ თუკი აქ მომხდარს თითოეულ სიტყვას კარს იქეთ ვიტყოდი მე არავინ დამიცავდა და რომ მას ქონდა ძალაუფლება... ჩემს გარდა ყველა ჩემმა კლასელმა აღნიშნა, მე კი არაფერი, მიტხრეს. დამტოვეს ამ მოგონების გარეშე და მაგრძნობინეს,რომ მათთვის არაფერს წარმოვადგნედი და არც ეს დღე არ უნდა მეზეიმა.  სრული პანიკა მქონდა როცა ვანხულობდი მათ ღიმილიან სახეებს, მათ სამოსებზე წარწერებს, მე კი სახლში და მოლოდინში თუ როდის შემომტავაზებდნენ მათთან ყოფნას, მე დამრიგებელს სოფო რომანაძეს დავურეკე და ვკიტხე: თუ რატომ აღნშნეს ჩმეო გამკლებიტ სკოლის დამათავრება? მისი პასუხი კი იყო: „ყველა არ ყოფილა და თან ვიწრო წრეში უნდა ყოფლიყო პანდემიის გამოო“ მე შევძელი და გადავიტანე“- ასე სრულდება ქობულეთის სასულიერო სკოლის კურსდამთავრებული, „facebook“ პოსტი.

რა პასუხები აქვს სასულიერო სკოლის ხელმძღვანელობას თამუნა ხახუტაიშვილის ბრალდებებზე? - ამის გასარკვევად გაზეთი „ქრონიკა+“ მამა გაბრიერლ ჟღენტს დაუკავშირდა.

„არა, არა, ძმაო, შეგეშალათ, ჩემო კარგო,“ - განუცხადა “ქრონიკა +“ ქობულეთის სასულიერო სკოლის დირექტორმა მამა გაბრიელ ჟღენტმა.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ თამუნამ ზემოხსენებული პოსტი ძმის ჩარევით წაშალა, ანუ თამუნას ძმა, როგორც წყარო გავლენიან ქართულ გამოცემას უყვება, სასულიერო სკოლაში იყო მისული, სადაც საკუთარ დას გიჟი უწოდა და მამაოებს პირობა მისცა, რომ თამუნას პოსტს წააშლევინებდა.

რა არგუმენტები აქვს ქობულეთის სასულიერო სკოლას კურსდამთავრებულის ბრალდებების წინააღმდეგ, - დეტალები შეგიძლიათ, წაიკითხოთ გაზეთ „ქრონიკა+“-ის ამ კვირის ნომერში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა