„მადლი ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე“ - ილია II

სულ ნახვები : 218
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთის მოწყალებით ჩვენც გვიწერია იგივე გზა,“ - განაცხად დღეს, 10 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას.

შეგახსენებთ: დღეს, მართლმადიდებლური სამყარო ამაღლებას ზეიმობს.

„სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ "სიხარულითა დიდითა". ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენც უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარული,“ - ბრძანა პატრიარქმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა