განზრახ მკვლელობის მცდელობა ბათუმში - დაკავებულია 24 წლის მამაკაცი

სულ ნახვები : 50
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 10 ივნისს, ბათუმში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით,  ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 24 წლის მამაკაცი დააკავეს,  გამოძიება  მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც სასწარფო ოპერაცია ჩაუტარდა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები