ბრალდების მოწმეებს ნიკა მელიას გარდა არცერთი სხვა პოლიტიკოსი არ ახსოვთ - გიორგი კონდახაშვილი

სულ ნახვები : 41
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბრალდების მოწმეებს ნიკა მელიას გარდა არცერთი სხვა პოლიტიკოსი არ ახსოვთ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პოლიციელები წინასწარ დაწერილ  ჩვენეწბას იმეორებენ.

 „ფაქტობრივად, უკვე იკითხება ბრალდების სტრატეგია, მოჰყავთ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები, თითოეული მათგანი ყვება წინასწარ დაზეპირებულ ისტორიას, თუ როგორ მოუწოდებდა ნიკა მელია ახალგაზრდებს პარლამენტში შეჭრისკენ და როგორ ახდენდა მეორე "ვარდების რევოლუციას". როდესაც ჯვარედინი დაკითხვის პირობებში მოწმეს კითხვას ვუსვამ, სხვა პოლიტიკოსი თუ გახსოვთ აღნიშნული აქციიდან, ან პარლამენტის სხვა წევრი თუ გახსოვთ, ვინ რას აკეთებდა-მეთქი, არაფერი ახსოვს გარდა იმისა, რომ ნიკა მელიას მოქმედებები დეტალურად აღწერა. კიდევ ერთი ღიმილისმომგვრელი ფაქტი - მას ნიკა ნელია თეთრი პერანგით და ვარცხნილობით დაამახსოვრდა. ამასთან, ყველა პოლიციელს მისი აქტიური როლი დაამახსოვრდა და ვერაფრით ახსნა ვერც ერთმა მათგანმა, რატომ არ ახსოვთ სხვა პოლიტიკოსები აქციაზე, როდესაც აქციას უამრავი პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი ესწრებოდა და არც ერთი მათგანის სიტყვით გამოსვლა, ან აქტიური მოქმედება არ ახსოვთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ჩვენებები არის შედგენილი პროკურატურაში და ეს პოლიციელები იმეორებენ ერთმნიშვნელოვნად იმას, რაც უწერიათ ფურცელზე” -განაცხადა კონდახიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის  საქალაქო სასამართლოში  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისნიკა მელიას საქმის არსებით განხილვა გაგრძელდა, სადაც ბრალდების მოწმეები დაიკითხნენ. მელიას ბრალად 20 ივნისის ღამეს  ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები