„თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან“ - აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან“, - აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგანაც ისინი დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებიან.

,,თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან. თუ საქართველოში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, დარწმუნდით, რომ მოგზაურობამდე სრულად ვაქცინირებული ხართ. საქართველოში მოგზაური სრულად ვაქცინირებული პირებიც რისკის ქვეშ არიან, რომ COVID 19-ის ვარიანტებით დაინფიცირდებიან.

საქართველოში მოგზაურებმა უნდა დაიცვან ყველა რეკომენდაცია ან მოთხოვნა, მათ შორის ნიღბის ტარებისა და დისტანციის დაცვის შესახებ“, - წერს CDC.

შეგახსენებთ: სქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვლის თვეში დაფიქსირდა, ამ დროისთვის კი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა