საქართველო საფრანგეთისგან დახმარების სახით 483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს

სულ ნახვები : 53
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის  თანამშრომლობის  შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში,  საქართველო საფრანგეთისგან  დახმარების სახით  483 მილიონი ევროს დაფინანსებას მიიღებს.

შეთანხმების მიზანია 2021-2023 წლებში სააგენტოსთან თანამშრომლობის  საორიენტაციო   სფეროებისა  და შესაბამისი  პროგრამების განსაზღვრა. წარმოდგენილი შეთანხმების  გაფორმება  ერთგვარი  დემონსტრირებაა იმ წარმატებული თანამშრომლობისა,  რაც  ამ ეტაპისთვის  საქართველოს აქვს  საფრანგეთის  განვითარების სააგენტოსთან.

თანამშრომლობის  შესახებ  შეთანხმებას  ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა,  ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის  რეგიონულმა  დირექტორმა, სესილ კუპრემ, მოაწერეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები