ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ პროცესებს ანდრია ჯაღმაიძე Tbilisi Pride-ს უკავშირებს

სულ ნახვები : 13
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ–კვირეულის ორგანიზებასთან“, - ასეთია საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის პოზიცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ  ბოლო დროს განვითარებული პროცესების მიმართ.

ჯაღმაიძის აზრით, პროცეები მიზანმიმართულია და ის საპატრიარქოს დისკრედიტაციას ემსახურება.

"ნინოწმინდის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ–კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში", - წერს ჯაღმაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები