ციხიდან გამოსვლის შემდეგ დამხვდა სხვა რეალობა - ნიკა მელია

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ციხიდან გამოსვლის შემდეგ დამხვდა სხვა რეალობა, რომელმაც მიკარნახა, რომ სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი“, - აღნიშნული განცხადება ,,ნაციონალური მოძრააობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ, გადაცემა ,,რეაქციაში“ გააკეთა.

მელიას თქმით, ,,ნაციონალური მოძრობის“ პარლამენტში შესვლის რალური მიზანი ,,ქართული ოცნების“, როგორც უმრავლესობის, საკანონმდებლო ორგანოდან გამოყვანაა და, მისივე თქმით, ეს ოქტომბრის თვეში, ხალხის გადაწყვეტილებით მოხდება.

,,შევედით იმიტომ, მეგობრებთან ერთად, რომ ძალიან მალე გამოვიდეთ იქიდან და რამდენიმე ადამიანი, ,,ქართულ ოცნებას“ რომ წარმოადგენს, გამოვიყვანოთ გარეთ ოქტომბრის თვეში. ეს არ უნდა იყოს ადგილობრვი არჩევნები, ეს უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე არის უბრალოდ არჩევნები და იმაზე მეტი, ვიდრე ერთი ან ორი პოლიტიკური პარტიის ინტერესია. ეს უნდა იყოს ჭეშმარიტად ეროვნული ინტერესით ნაკარნახევი“, - განაცხადა მელიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა