ბატონმა გახარიამ ისარგებლა შესაძლებლობით და დარჩა თამაშში - ნიკა მელია

სულ ნახვები : 24
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გამიხარდება მათში რომ ჩემს ღირსეულ მოწინააღმდეგეს ვხედავდე“, - ასე ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებს მისი მისამართით.

მელიას თქმით, მას ეს არ აღიზიანებს და პირიქით სიხარულის მომგვრელია.

,,მიხარია, როდესაც ამას საუბრობენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც მე პოლიტიკოსებად ვერ ვთვლი“, - განაცხადა მელიამ ,,რეაქციის“ ეთერში.

მელია გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის კი არ წავიდა პოლიტიკიდან, არამედ მისი მდგომარეობით ისარგებლა და სწორ დროს გადადგმული, წორი ნაბიჯის საფუძველზე პოლიტიკაში დარჩა.

,,ბატონმა გახარიამ ისარგებლა შესაძლებლობით და დარჩა თამაშში, ის ადგა და ჩემი მდგომარეობა გამოიყენა, მას დაახლოებით აპრილი-მაისის თვეში ისედაც უშვებდნენ მთავრობიდან და ძალიან დამამცირებლად გაათავისუფლებდნენ, თორემ ბატონ გახარიას ჩემი დაჭერა ძალიან უნდოდა და ამაში ირაკლი კობახიძე ნამდვილად არ ტყუის“, - განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, 20 ივნისის ღამეს, მან და იმ ადამიანებმა, ვინც რუსთაველზე იდგნენ, მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, ,,ქართული ოცნების“ ქმედებებისგან განსხვავებით, ნამდილად იყო სახელმწიფოებრივი და პატრიოტული.

,,გახარია ვისაც მოძალადეებს ეძახის, ჩვენთვის ის ადამიანები პატრიოტები არიან, თუ მისთვის არაფერი არ არის გავრილოვის ტრიბუნასთან დგომა, ჩვენთვის ეს  არის დიდი პრობლემა და თუ ვინმემ მიიღო სახლმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ეს ვიყავით ჩვენ“, - განაცხადა მელიამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები