აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ

სულ ნახვები : 89
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სომხურმა მხარემ ქალბაჯარის რაიონის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც არცერთი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

განცხადება გაავრცელა სომხეთის თავდაცვის უწყებამაც, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები 10 ივნისს კიდევ ერთხელ შეეცადნენ სასაზღვრო მონაკვეთში საინჟინრო საქმიანობა განეხორციელებინათ, სომხურმა ქვედანაყოფებმა კი საპასუხო ზომებს მიმართეს და მოწინააღდეგე მხარე აიძულეს საქმიანობა შეეჩერებინათ, რის პასუხადაც აზერბაიჯანის მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა