„არავინ ადამიანის პირად სივრცეში არ იჭრება“ - ირაკლი ქადაგიშვილი ინფორმაციული უსაფრთხოების კანონში შეტანილ ცვლილებებზე

სულ ნახვები : 128
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არავინ ადამიანის პირად სივრცეში არ იჭრება, მით უმეტეს სპეცსამსახურები“, - განაცხადა დღეს, 11 ივნისს, იურიდიული კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ბერკეტი, რომ დაცული იყოს კიბესუსაფრთოხებით.

„არავინ ადამიანის პირად სივრცეში არ იჭრება, მით უმეტეს სპეცსამსახურები, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ყველა ის ბერკეტი, რომ დაცული იყოს უცხო სახელმწიფოსგან თუ სხვა სისტემების შემოღწევისგან ჩვენ კიბერუსაფრთხოებით დაცულ სისტემებში", - განაცხადა  ქადაგიშვილმა.

 შეგახსენებთ:

პარლამენტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სუს-ს ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს. არასამთავრობოების აზრით, კანონი პირად ცხოვრებაში ჩარევისა და თვალთვალის საფრთხეს შეიცავს. კანონი 2021 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდება.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს დაინიცირდა, თუმც მაშინ 2 მოსმენის შემდეგ განხილვა კრიტიკის გამო შეწყდა. პროექტი "ქართულმა ოცნებამ" გუშინ დაამტკიცა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა