„რა აზრი აქვს ჩემს გამოსვლას“ - მამუკა ხაზარაძე სამშენებლო ამნისტიაზე

სულ ნახვები : 50
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას,“ - განაცხადა დღეს, 11 ივნისს, „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. 

ხაზარაძემ  უკანონო მშენებლობების შედეგად დედაქალაის დანახინჯებაში ხელისუფლებას დასდო ბრალი.   

„თბილისი ხომ ყველას გვიყვარს, მინიმუმ, ერთი სადღეგრძელო ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით, როცა 8 და 9 წელი თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა და ვის ეყო პოლიტიკური ნება, რომ თუნდაც 2008 წელს, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გაეჩერებინა?

სიმართლე გითხრათ,  მაოცებს ერთი რამ, ამ ქალაქს აქვს მეხსიერება, ქალაქი შედგება ადამიანებისა და შენობებისგან, როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას. მინდა ერთი რამ გითხრათ „ქართული ოცნების“ დეპუტატების გასაგონად, რა აზრი აქვს ჩემს გამოსვლას, როცა საკითხს ვაყენებ და პასუხს ვერ ვიღებ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ამნისტია  შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.

თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დარღვევა საპატიოდ ჩაითვლება და დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება.

იმავდროულად, საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ახალი სახე შემოდის - კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას, 2-წლამდე ვადით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები