ლიეტუვას პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს ხვდება

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. 

ნაუსედა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ხვდება. შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციიდან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი გიორგი ვაშაძე. ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღესვე ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ნაუსედამ შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა