აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ვეტერანთა კლინიკურ საავადმყოფოს 267 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

სულ ნახვები : 54
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის მთავრობამ, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მეშვეობით, $267,000 დოლარის ღირებულების ექოსკოპიის, ვიდეო-ენდოსკოპიისა და კარდიოლოგიის დანადგარები საქართველოს ვეტერანთა კლინიკურ საავადმყოფოს გადასცა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

სალეჩოს ცნობით, ამ დახმარებით დაწესებულება მოსახლეობას უკეთეს სამედიცინო მომსახურებას და ვეტერანებს სპეციალიზებულ მკურნალობას შესთავაზებს.

„აღნიშნული დახმარება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის $500,000 დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობდნენ: ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და მოადგილეები, ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია. დახმარების გადაცემა შესაძლებელი გახდა ჩვენი ახლო პარტნიორობით საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან, რომელსაც სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წარმოადგენდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები