„გახარია, პრემიერი რომ იყო, საპატრიარქოში სამჯერ დაიბარეს“ - თეოლოგი ხელისუფალთა სტერეოტიპულ რწმენაზე

სულ ნახვები : 2,133
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გიორგი გახარია, როდესაც პრემიერი იყო, სამჯერ დაიბარეს საპატრიარქოში. სად ხდება ასეთი რამ, რომ პრემიერს იბარებდნენ მის მიერ გამოცემული ნორმების განსამარტად?!“ - ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ „ქრონიკა +“-ს განუცხადა.

მისი თქმით,  პრობლემა  ხელისუფალთა თავებში არსებული სტერეოტიპული რწმენაა, რის გამოც ისინი ხმას ვერ იღებენ  სასულიერო პირების თავგასულობაზე.

„ერთ-ერთი გამონაკლისი იყო დავით უსუფაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვნად ჩამოაყალიბა  ხედვა  და ამის გამო ჯვარზე აცვეს ათასჯერ.  მის შემდეგ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერცერთი ადამიანი ხელისუფლებაში, ვინც შეაფასებს რეალურად ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემას. გიორგი გახარია, როდესაც ის პრემიერი იყო და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები გამოსცა, სამჯერ დაიბარეს საპატრიარქოში -  განგვიმარტეთო. სად ხდება ასეთი რამ, რომ პრემიერს იბარებდნენ მის მიერ გამოცემული ნორმების განსამარტად?! პრემიერს საპატრიარქოში იბარებს შორენა თეთრუაშვილი და ესეც მიდის.   ამით იმის თქმა მინდა,  რომ ადამიანის თავებშია ეს პრობლემა და არა - კონკორდატში. ხელისუფლების წარმომადგენლებს ვერ ვათქმევინეთ იმის შესახებ,  რაც ზედაპირზე დევს, რაც არის საპატრიარქოს,  სასულიერო პირების თავგასულობა. როდესაც ასეთი პრობლემაა, კანონსა და კონსტიტუციაში რა ეწერება, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს“- განაცხადა ნარსიამ.

თეოლოგის ვრცელი შეფასება ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების შესახებ წაიკითხეთ გაზეთ ქრონიკა +“-ის მიმდინარე კვირის  ნომერში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები