პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო

სულ ნახვები : 47
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის პროექტი პარლამენტმა ჩააგდო

კენჭისყრაზე პირველი მოსმენით გაჩერებულ ოპოზიციის მხარი მხოლოდ  17-მა დეპუტატმა დაუჭირა,   61-მა დეპუტატმა  კი ხმა წინააღმდეგ მისცა, რის შედეგადაც  კანონპროექტი ჩავარდა.

შესაბამისად, მუშაობა “ქართული ოცნების“ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომელიც ორი მოსმენით განხილული და მიღებულია.

ოპოზიციის პროექტი, რომელიც შალვა შავგულიძემ მოამზადა,  მხოლოდ მიმდინარე საქმეებს ეხებოდა. მისი მიღების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებოდნენ 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც უკვე არიან ბრალდებული ან მსჯავრდებული.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები