მორიგი დაპირისპირება დმანისში - პოლიციამ 4 პირი დააკავა

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დმანისში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მორიგი შემთხვევა მოხდა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომხდარზე ოთხი პირია დაკავებული.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 10 ივნისს, დმანისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ლ.ნ.-ს და მის თანმხლებ პირებს - 1983 წელს დაბადებულ ე.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.მ.-ს.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.ა., 1999 წელს დაბადებული ლ.ო. და წარსულში ნასამართლევები - 1992 წელს დაბადებული ნ.მ. და 1993 წელს დაბადებული ნ.მ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს" - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა