ზურა ჯაფარიძემ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს

სულ ნახვები : 8,993
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მანდატს გამიუქმებენ და გამოვდივარ,“ - განაცხადა დღეს, 12 ივნისს, პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა სარჩელის განხილვა და ახლა სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა საპარლამენტო საქმიანობას.

,, გუშინ, საღამოს დასრულდა ჩვენი სარჩელის განხილვა და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება უნდა გამოიტანონ. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩემს სარჩელს და იტყვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მიღებული დადგენილება, რომლითაც უარი მითხრა მანდატის გაუქმებაზე, იყო არაკონსტიტუციური. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან მიმართებაში, ვისაც მანდატების გაუქმებაზე განცხადება ჰქონდა დაწერილი და უარი უთხრეს, ეს გადაწყვეტილება იქნება არაკონსტიტუციური. როგორც კონსტიტუციონალისტები მეუბნებიან, ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება სხვის მანდატებზე გავლენა, რადგან ინდივიდუალური აქტი მაქვს გასაჩივრებული, მაგრამ პოლიტიკურად გასაგებია, რომ ყველასთვის უარის თქმა იყო არაკონსტიტუციური, შესაბამისად არანაირი ლეგიტიმაციის პრობლემიის მქონე პარლამენტს კიდეც უფრო მეტი პრობლემები შეექმნება. ჩემი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მანდატს გამიუქმებენ და გამოვდივარ“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.  

ცნობისთვის: ამავე შინაარსის სარჩელით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოძრაობა ,,დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და ექსრესპუბლიკელ თამარ კორძაიასაც აქვთ მიმართული. ხოშტარია,  ჯაფარიძის მსგავსად, გადაწყვეტილების მოლოდინშია. კორძაიამ კი გუშინ, 11 ივნისს, სარჩელი უკან გამოითხოვა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები