„გუშინ, საღამოს რაღაც ინფორმაცია მივიღე“ - ნაზი ჯანეზაშვილი „მოსამართლეთა კლანზე“

სულ ნახვები : 390
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გუშინ, საღამოს რაღაც ინფორმაცია მივიღე, რაზეც, როდესაც ყველაფერი კარგად ჩაივლის,“ - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს. 

„გუშინ, საღამოს რაღაც ინფორმაცია მივიღე, რაზეც, როდესაც ყველაფერი კარგად ჩაივლის, დეტალურად სხვა დროს ვიტყვი, მაგრამ ამჯერად იმის თქმა მინდა, რომ ამ ქვეყანაში ისეთი მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა  "მოსამართლეთა კლანი", რთული და მძიმე არჩევანია. ვიცოდი, რომ ეს ამბავი ჩემი წევრობის 4-წლიან კოშმარით არ დამთავრდებოდა. არაფერია გასაკვირი, როცა საქმე გაქვს ყველაზე ბოროტ მოვლენასთან.  სადაც  "კლანს" შეუძლია მოგწვდეს, აუცილებლად  ყველგან და ყველაფერში ხელს შეგიშლის. რაც ზუსტად ასე ხდება ახლა ჩემ შემთხვევაში,“ - წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები