„ველოდებით ბოდიშს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით“ - ნიკა გვარამია ნინოწმინდის პანსიონატზე

სულ ნახვები : 561
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ვულოცავ ნინოწმინდის და ზოგადად საპატრიარქოს პანსიონების უმძიმეს საკითხში გარდატეხის შეტანას,“ - წერს სოციალურ ქსელში „მთავარის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ცნობისთვის: დღეს, 13 ივნისს, საპატრიარქოში ნინოწმინდის პანსიონარზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი და არასამთავრობოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას ვულოცავ ნინოწმინდის და ზოგადად საპატრიარქოს პანსიონების უმძიმეს საკითხში გარდატეხის შეტანას. რაც შეეხება საპატრიარქოს, პანსიონების დახურვა არაა საკმარისი. ველოდებით ბოდიშს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, როგორც ეს კათოლიკური ეკლესიის სახელით გააკეთეს იოანე პავლე მეორემ და პაპმა ფრანცისკემ. ბოდიში და შენანება აუცილებელია და ქრისტიანული მოძღვრების ქვაკუთხედი. ველოდებით,“ - წერს გვარამია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები