არ გავჩერდებით მანამ, სანამ ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება - ისრაელის პრეზიდენტი

სულ ნახვები : 310
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

„მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, მამაცური სამაშველო ოპერაციის საშუალებით, შინ დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი საკუთარ სახლებში დაბრუნდეს, არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის სპეცოპერაციის შედეგად ქალაქ რაფაჰიდან, რომელიც ტერორისტების ბოლო ბასტიონია ღაზის სექტორში, გვიან ღამით 2 მძევალი გათავისუფლდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა